მთავარ შინაარსზე გადასვლა

      Botanico Cafe

      ბათუმის მწვანე კონცხზე მდებარე Botanico Café გთავაზობთ უნიკალურ გასტრონომიულ შთაბეჭდილებას, სადაც ქართული და ევროპული სამზარეულო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სტუმრებს ელით ახალი, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებისგან გულდასმით მომზადებული კერძები, რომლებშიც ადგილობრივი გემოები და საერთაშორისო კულინარიული ტენდენციები ერთიანდება.

      დაკეტილია შემდეგ სეზონამდე.

      გასვლითი კეიტერინგი

      კერძო ვახშამს, ოფიციალურ კორპორატიულ ღონისძიებას თუ გრანდიოზულ დაბადების დღეს გეგმავთ, ჩვენი გუნდი ყველაფერზე იზრუნებს — მენიუზე, სუფრის გაფორმებაზე, ყვავილების კომპოზიციებზე, პერსონალზე, გასართობ პროგრამასა და სხვა დეტალებზე — თქვენ მიერ არჩეულ ადგილას.

      Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

      Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.