მთავარ შინაარსზე გადასვლა

ვებსაიტის გამოყენების წესები და პირობები

  1. შეზღუდვები
  2. თქვენი კონფიდენციალურობა
  3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ვებგვერდი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვებგვერდი, ლოგ-ფაილების სტანდარტულ პროცედურას იყენებს. ლოგ-ფაილები და ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებლების ქცევის შესახებ ინფორმაციის შესანახად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ისინი ქმნიან და აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც ეხება:

IP მისამართი;

მოწყობილობის ტიპი;
ბრაუზერი;
მომხმარებლის ვებგვერდზე ვიზიტის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა;
რომელი პლატფორმიდან გადმოვიდა მომხმარებელი ვებგვერდზე;
ინფორმაცია ვებგვერდზე მომხმარებლის აქტივობის შესახებ — რომელი პროდუქტი ნახა მომხმარებელმა;
ეს ინფორმაცია არ გამოიყენება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის, ეს მონაცემები მხოლოდ შემდგომი ანალიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება;

ამ მონაცემების შეგროვების ძირითადი მიზნებია:

  • ტენდენციების ანალიზი;
  • ვებგვერდის მმართველი: www.sre.ge;
  • მომხმარებლების აქტივობის მიმოხილვა მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის;
  • ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შექმნა და განხორციელება;
  • სტატისტიკის წარმოება;
  • მომხმარებლებისთვის დამატებითი რეკომენდაციებისა და რჩევების გავრცელება.
  • ვებგვერდის გამოყენების დასაწყისში მომხმარებელს აქვს ქუქი-ფაილების დაშვების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და გააგრძელებს ვებგვერდის გამოყენებას, ასეთი ქმედება ჩაითვლება კონფიდენციალურობის პოლიტიკის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის მიღებად.

ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლა ბრაუზერის პარამეტრებიდან შეგიძლიათ.

მომხმარებლის უფლებები:

როგორც მომხმარებელს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით:

  • რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი.
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
  • მეთოდები, რომლებითაც მონაცემები შეგროვდა.
  • მონაცემთა შენახვის პერიოდი, ან თუ კონკრეტული პერიოდის დადგენა შეუძლებელია, პერიოდის განსაზღვრის კრიტერიუმები.
  • კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
  • თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, შევსება, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრული, არაზუსტი ან მოძველებულია, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება უკანონოდ მოხდა. ასეთ მოთხოვნებს მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვუპასუხებთ.

თქვენ ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და დამუშავებული მონაცემების განადგურება. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა უფლებით.

მომხმარებლის ვალდებულებები:

როგორც მომხმარებელი, თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ სრული და ზუსტი პერსონალური მონაცემები.

მომხმარებლის მონაცემების გაზიარება:

პერსონალურ მონაცემებს ვაზიარებთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან, რომელთა ჩართულობაც საჭიროა მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურებისა და პროდუქტების მისაწოდებლად. პარტნიორ კომპანიებს გადაეცემა მომხმარებლის შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი კომპანიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, ასევე სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის. გარდა ამისა, უფლებამოსილი ვართ, პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე მხარეს.

მარკეტინგი:

შესაძლოა, თქვენგან მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული სერვისებისა და/ან პროდუქტის შეთავაზებების გასაცნობად. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გვაქვს იმ ფარგლებში, რამდენადაც თქვენ გვიზიარებთ მათ ან რამდენადაც ჩვენ ვაგროვებთ მათ თქვენთვის მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი საშუალებებით. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს მონაცემებს თქვენი პრეფერენციებისა და ინტერესების გასაგებად, რაც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომელი პროდუქტები, სერვისები ან შეთავაზებები შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ამის გაკეთების ლეგიტიმური ინტერესი. გარწმუნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების საწინააღმდეგო. თქვენ გაქვთ უფლება დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს და მოითხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

პერსონალური მონაცემების შენახვა:

ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც საჭიროა კანონითა და ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

თანხმობის გამოხმობა:

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა, თუ ამას სხვა სამართლებრივი მოთხოვნები არ ეწინააღმდეგება. ამისთვის დაგვიკავშირდით. გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის გამოხმობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს შესაძლებლობაზე, მოგაწოდოთ გარკვეული პროდუქტები ან მომსახურება.

მესამე მხარეები:

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ვებსაიტებზე, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე შეიძლება გარე ბმულების სახით იყოს განთავსებული. ამ ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება ჩვენისგან განსხვავდებოდეს. გირჩევთ, გაეცნოთ ყველა იმ ვებსაიტის წესებსა და პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელზეც გარე ბმულით გადახვალთ.