მთავარ შინაარსზე გადასვლა

      ფიტნესი და ველნესი

      შეინარჩუნეთ ბალანსი Botanico-ში თანამედროვე ფიტნეს-დარბაზითა და გამაგრილებელი ღია აუზით — ენერგიისა და დასვენების იდეალური ჰარმონია შავი ზღვის პირას.

      აუზი

      დაისვენეთ Botanico-ს ღია აუზთან, რომელსაც მწვანე კონცხის ხასხასა სიმწვანე აკრავს და შავი ზღვის ჰორიზონტს გადაჰყურებს. ცურავთ თუ მზეზე გამაგრილებელი კოქტეილით ისვენებთ, აუზი მშვიდი თავშესაფარია — დასვენებაც და თვალწარმტაცი ხედებიც ერთად.

      სპორტული დარბაზი

      ჩვენს სრულად აღჭურვილ სპორტულ დარბაზში ყველაფერს იპოვით სრულფასოვანი ვარჯიშისთვის — კარდიოტრენაჟორებიდან დაწყებული, ძალოვანი ვარჯიშის აღჭურვილობით დამთავრებული. დარბაზი როგორც დამწყებთათვის, ისე ფიტნესის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი და კომფორტულ, მოტივაციით სავსე გარემოს გთავაზობთ, რათა დასვენების დროსაც აქტიური დარჩეთ.

      Silk Rewards — ჯილდო განსაკუთრებული შთაბეჭდილებებისთვის

      Silk Rewards სასტუმრო-რესტორნების სფეროში პირველი ქართული ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც სტუმრების დაფასებისა და მათთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს. აპლიკაცია გაჯილდოებთ ჩვენს რესტორნებსა და სასტუმროებში ყოველი ვიზიტისთვის. დააგროვეთ ქულები ყოველ გადახდაზე და გამოიყენეთ ისინი Silk Hospitality-ს ნებისმიერ ობიექტში.