ბათუმისა და მწვანე კონცხის შესახებ
Green Cape Botanico მწვანე კონცხის ფერდობებზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გვერდით და შავი ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. დახვეწილი დიზაინი და მშვიდი ბუნება აქ ერთმანეთს ავსებს — ეს საუკეთესო ადგილია დასასვენებლად და საქართველოს ზღვისპირეთის აღმოსაჩენად.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
დაათვალიერეთ ბოტანიკური ბაღის ცხრა ფლორისტული სექტორი და დატკბით სანაპიროსა და ზღვის განსაცვიფრებელი ხედებით. ბაღში ბილიკებით ფეხით გაისეირნეთ ან ელექტროავტობუსით იმგზავრეთ.
მწვანე კონცხის პლაჟები
ბოტანიკური ბაღის გვერდით მდებარე მწვანე კონცხის პლაჟი კენჭიანი სანაპიროთი და სუფთა წყლით მშვიდ გარემოს გთავაზობთ. ეს იდეალური ადგილია ცურვისთვის, მზის აბაზანებისთვის და ქალაქის ხმაურისგან შორს ბუნების სილამაზით დასატკბობად.
Casino Iveria Batumi
ბათუმში, იდეალურ ადგილას მდებარე ეს სრული სერვისის კაზინო თამაშებისა და სათამაშო აპარატების ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქვე ისიამოვნებთ რესტორნით, სადაც ქართულ, აზიურ და ევროპულ კერძებს მიირთმევთ, ასევე ბარებით, VIP ზონითა და საინტერესო ყოველკვირეული შოუებით.
ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარში ბუნების სილამაზე და ქალაქური გარემო ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. გაისეირნეთ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულ პრომენადზე, დატკბით პლაჟის ხედებითა და ქანდაკებებით, დაისვენეთ ბულვარის კაფეებსა და ბარებში.
ევროპის მოედანი
ეწვიეთ ბათუმის ამ ხალხმრავალ ცენტრალურ მოედანს. ევროპის მოედანი ცნობილია არქიტექტურული სტილების ეკლექტიკური ნაზავითა და ცოცხალი ატმოსფეროთი. ახლოს უამრავ რესტორანს, კაფეს, მაღაზიასა და ძეგლს ნახავთ.
საბაგირო „არგო“
არ გამოტოვოთ ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა: აქედან ბათუმი, შავი ზღვა და მიმდებარე მთები ხელისგულივით ჩანს.
ალისა და ნინოს ქანდაკება
ეს შთამბეჭდავი კინეტიკური ქანდაკება ბათუმის სანაპიროზე დგას და მისი ავტორია ქართველი ხელოვანი თამარ კვესიტაძე. ნამუშევარი ეფუძნება ალისა და ნინოს — სხვადასხვა კულტურული წრიდან გამოსული ორი ტრაგიკული შეყვარებულის — ისტორიას.
ეთნოგრაფიული მუზეუმი
ეწვიეთ მუზეუმს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ხეზე კვეთის ოსტატის შემოქმედებას ეძღვნება, და მეტი შეიტყვეთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.