Casino Iveria Batumi
ჩვენი წარმატების მთავარი ელემენტებია საუკეთესო პროფესიონალების გუნდი და უახლესი ტექნოლოგიები.
ამასთან, გვაქვს იდეალური მდებარეობა და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების
ინფრასტრუქტურა — სასტუმრო Radisson Blu Batumi.
თუ აზარტული თამაშები გიყვართ, აქ საუკეთესო დროს გაატარებთ დღისა და კვირის ნებისმიერ დროს. Casino Iveria Batumi გართობისა და დასვენების შესანიშნავ არჩევანს გთავაზობთ.
ევროპული ინტერიერი, საერთაშორისო დონის მომსახურება და თამაშების მრავალფეროვნება იმის მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც გთავაზობთ.
გამოცდილი შეფ-მზარეულები და კერძების ფართო არჩევანი ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
Casino Iveria Batumi-ს რესტორნის გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი უმაღლეს დონეზე მოგემსახურებათ დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. კომფორტული გარემო და უმაღლესი დონის მომსახურება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.
რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძები, ასევე თურქული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, რომლებშიც მრავალფეროვანი ექსკლუზიური ინგრედიენტებია გამოყენებული. მრავალფეროვანი სამზარეულოს გარდა, რესტორანში ბარიც არის, სადაც უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს ნახავთ.
პოპულარული თამაშების — პოკერის, ბლექჯეკისა და რულეტის — მრავალფეროვნებით, ასევე 16 მაგიდითა და 175 სათამაშო აპარატით Casino Iveria Batumi ერთგვარი „გართობის მუზეუმია“.
ჩვენი ლოიალობის კლუბის, Club Iveria-ს წევრებს პრივილეგირებული მომსახურებით ოც ობიექტში შეუძლიათ სარგებლობა.
ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რეგულარულ ლატარიებში.
